„მწვანე“ კონცეფციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი და „მწვანე ალმასი“ ააგო, „პრესტიჟი“ კომპანიის კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს ქალაქის ცენტრში.
სერია „პრესტიჟის“ ქოლგის ქვეშ განხორციელებული ყველა სამომავლო პროექტი განთავსებული იქნება ქალაქის ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, რაც უზრუნველყოფს უძრავი ქონების მაღალ ფასსა და მარტივ წვდომას დედაქალაქის მნიშვნელოვან ლოკაციებთან.
ის ფაქტი, რომ „პრესტიჟის“ სერიის პროექტები ქალაქის ცენტრალურ მისამართებზე განლაგდება და მაღალი არქიტექტურული გემოვნებით იქნება გამორჩეული, პრესტიჟს შეჰმატებს არა მხოლოდ მათ მფლობელს, არამედ ქალაქის იერსახესაც.
"პრესტიჟის სერია" აერთიანებს ფეშენებელურ აპარტამენტებს, კომფორტსა და ელეგანტურობას განსაკუთრებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებლებით. კომფორტის ზონის უფრო მაღალი ეფექტურობისთვის, სერია გათვლილია მცირე რაოდენობის საცხოვრებელ ფართებზე.
სერია "პრესტიჟი" მის მცირერიცხოვან მფლობელებს გაანებივრებს იმ ყურადღებით, რასაც ხალხმრავალი კომპლექსების მაცხოვრებლები მოკლებულნი არიან. ყველაფერი ეს ოცნებას ჰგავს, რომელშიც კომფორტი და ყურადღება ერთდროულად აბედნიერებს ადამიანებს...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პრესტიჟის“ სერიის პროექტები განთავსდება ქალაქის ცენტრში, იქნება მცირე მოცულობის და მაქსიმალურად კომფორტული. ლოკაციიდან გამომდინარე მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იქნება როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის შემთხვევაში. კვლევების მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბნებს უძრავი ქონების გაქირავების ფასების გათვალისწინებით ინვესტიციის საკმაოდ მაღალი ამოგების კოეფიციენტი (ROI) აქვს, რაც უფრო ზრდის „პრესტიჟის“ სერიის პროექტების ფასეულობას.
„პრესტიჟის“ სერიის ახალ პროექტს „მაქრო ქონსთრაქშენის გამოცდილი და სანდო გუნდი განახორციელებს. კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქს დაუბრუნოს განახლებული ისტორიული შენობა მთელი თავისი სიდიადით.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერ წლებს გაატარებთ „პრესტიჟის“ სერიის პროექტებში, სადაც ელიტარული ცხოვრების კონცეფცია და კომფორტი ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი...