„პრესტიჟი კოსტავაზე“ წარმოადგენს „პრესტიჟის“ სერიის პირველ ობიექტს, რომელიც აერთიანებს ელიტარულ, ბუტიკური ტიპის საცხოვრებელ სივრცეებს. პროექტის მთავარი ბირთვია გმირთა მოედანზე, კოსტავას №61-ში მდებარე მე-20 საუკუნის გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის მიერ დაპროექტებული ე.წ. „საქნავთობის“ ისტორიული შენობა. აღნიშნული ლოკაცია უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ქალაქის ნებისმიერ უბანთან, საგანმანათლებლო, კულტურულ და სავაჭრო ობიექტებთან.
კომპლექსში შესვლა ხორციელდება ისტორიული შენობის მთავარი, მაღალჭერიანი ჰოლიდან, სადაც მოეწყობა ლობი, მიმღები და თანამედროვე ლიფტი. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება: ისტორიულ A ბლოკში განთავსებულია მხოლოდ 21 ექსკლუზიური, 150 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მაღალჭერიანი აპარტამენტი, რომლებიც „მწვანე კარკასის“ მდგომარეობით ბარდება. მის გვერდით კი შენდება B ბლოკი, რომელიც სრულად იმეორებს ისტორიული შენობის არქიტექტურულ ესთეტიკას. იგი მოიცავს 51 ბინას, რომლებიც მფლობელებს სრული რემონტითა და ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯით გადაეცემათ.
მცირე მასშტაბისა და ბინების შეზღუდული რაოდენობის გამო, კომპლექსი უზრუნველყოფს მშვიდ საცხოვრებელი გარემოს, ხოლო ცენტრალური მდებარეობა და ისტორიული ღირებულება განაპირობებს ინვესტიციის უკუგების (ROI) მაღალ მაჩვენებელს.