„პრესტიჟი კოსტავაზე“ უნიკალური ისტორიული ღირებულების მქონე პროექტია, რომლის რეკონსტრუქციაც 2023 წელს განხორციელდა. პროექტი აერთიანებს ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ ტიპის საცხოვრებელ სივრცეებს ქალაქის ცენტრში.
რესტავრაციის პროცესში მაქსიმალურად შენარჩუნდა შენობის პირვანდელი იერსახე და არქიტექტურული ავთენტურობა. განახლდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის მიერ შექმნილი ე.წ. „საქ- ნავთობის“ ადმინისტრაციული შენობა.
პროექტი ინარჩუნებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნოვაციებსა და სტილს, რაც მას განსაკუთრებულ კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
MIKHAIL
NEPRINTSEV
ხუროთმოძღვარი
მიხეილ ნეპრინცევი მე-20 საუკუნის საქართველოს არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხუროთმოძღვარია, რომლის ხელწერამ მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა თბილისის იერსახე. მის სახელს უკავშირდება ისეთი ისტორიული ობიექტები, როგორებიცაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ეროვნული მუზეუმის შენობა რუსთაველის გამზირზე, დრამატული თეატრი რუსთავში და გასული საუკუნის დასაწყისის გამორჩეული საცხოვრებელი სახლები. სწორედ ამ მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილია „პრესტიჟი კოსტავაზე“ — პროექტი, რომლის ფარგლებშიც განახლდა ნეპრინცევის მიერ დაპროექტებული ე.წ. „საქნავთობის“ ადმინისტრაციული შენობა, სადაც ავთენტური იდენტობისა და ეპოქალური ხასიათის უცვლელად შენარჩუნებით წარსულის დიდებულება თანამედროვე პრემიუმ-სტანდარტებს გაერთიანდა.
„პრესტიჟი კოსტავაზე“ მდებარეობს გმირთა მოედანზე, კოსტავას №61-ში, საიდანაც მარტივი და სწრაფი წვდომაა ქალაქის ნებისმიერ უბანთან. ცენტრალური მდებარეობა უზრუნველყოფს უშუალო სიახლოვეს ყველა ძირითად ინფრასტრუქტურასთან, საგანმანათლებლო და კულტურულ ობიექტთან, სავაჭრო ცენტრსა თუ რეკრეაციულ სივრცეებთან.